February 24, 2013

მთვარე მეთორმეტე (მე-12) სახლში

მთვარე მეთორმეტე (მე-12) სახლში - გადარჩენის ძიება.

ძლიერი მხარე: სათუთი გრძნობები. ძლიერი მგრძნობელობა ყველაფრის მიმართ რაც ღრუბლებში ფრენის საშუალებას აძლევს. ხშირად უჩნდება განმარტოების სურვილი, იმისათვის რომ სიმშვიდეში განიცადოს მისტიური ან ტრანსცენდენტული და აღიდგინოს კავშირი საკუთარ უმაღლეს ”მე”-სთან. მას იზიდავს უსასრულობა, მარადიულობა, ირაციონალური. აქვს თვითგადარჩენის ძლიერი ინსტინქტი.

პრობლემატიკა: ჩამოუყალიბებელი გრძნობები. ვერ აცნობიერებს საკუთარ გრძნობებს და როდესაც ეკითხებიან რას განიცდის, მხოლოდ მსუბუქ ბიძგს გრძნობს. ხშირად ფიქრობს, რომ გრძნობები საერთოდ არ გააჩნია, ან გულმოდგინედ მალავს მათ (მათ შორის საკუთარი თავისგანაც).  თვითონ ხშირად გამოცანად რჩება საკუთარი თავისთვის. დიდხანს რჩება მიამიტი, ინფანტილური, ემოციურად მოუმწიფებელი. გადარჩენის ძიების გაცნობიერებული ან არაცნობიერი მცდელობების დროს  შეიძლება ”დაიკარგოს ასტრალში” ან ალკოჰოლისგან(ნარკოტიკებისგან) დაზარალდეს.

განმარტოებაში იძენს: ოცნებებს და გრძნობებს.

Love to hear what you think!