February 10, 2013

მთვარე კუროში

მთვარე კუროში - ”მშვიდი”

ძლიერი მხარე: ერთგული. განიცდის პარტნიორთან მუდმივი სიახლოვის მოთხოვნილებას: მას აუცილებლად ესაჭიროება მის გვერდით ყოფნა, მისი შეგრძნება, მისი ყოფნით სიამოვნების მიღება.  მიუხედავად თავისი მიდრეკილებისა სტაბილურობის მიმართ, მას მაინც ეშინია ბოლომდე ”მიეწებოს” სხვა ადამიანს. რადგანაც ნებისმიერი ცვლილება, დაშორება, ყველაფრის თავიდან დაწყება მთვარე კუროს წარმოდგენით კატასტროფას წარმოადგენს, მისთვის ნიადაგის გამოცლას ნიშნავს.
უყვარს სიმშვიდე და მყუდროება კარგად ნაცნობი ადამიანების წრეში.
გამოირჩევა კეთილშობილებით, კომფორტის სიყვარულით, აუღელვებელი ხასიათით, მოთმინების დიდი უნარით და მშვიდობისმოყვარეობით.
კოლექციონერი, მეოჯახე, სამსახურში პროდუქტიულად შრომობს.

პრობლემატიკა: ფუფუნებაზე და სიამოვნებებზე ორიენტირებული. ხშირად ინერტული და გულგრილი სხვისი პრობლემების მიმართ, საკუთარი ჩვევების ერთგული(უარყოფითი), უინიციატივო, ტლანქი, არაფრით არ ინტერესდება,  წუნია.

ყველაზე რთული ამოცანა: დაშორდეს შეჩვეულ წარსულს, გადაწყვიტოს რამის შეცვლა ცხოვრებაში.

 ფრაზა გასაღები: ”რაც ჩემია, ჩემია!”

Love to hear what you think!