February 10, 2013

მთვარე მერწყულში

მთვარე მერწყულში - ”ინდივიდუალური”

ძლიერი მხარე: დამოუკიდებელი. ორიგინალური, ენამახვილი, თავმოყვარე. ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს მას არავინ და არაფერში არ სჭირდება.  როდესაც ვინმე მასთან ზედმეტად დაახლოვებას ცდილობს, ეს მას აფრთხობს(აშინებს). უყვარს ღია ფანჯრები, კარები, საერთოდ ფართო სივრცეები. რაიმეს გაკეთებაზე თანახმა მხოლოდ მაშინაა, როცა ეს მის სურვილს შეესაბამება. როდესაც აიძულებენ, აშანტაჟებენ ან უბრალოდ სთხოვენ, ძირითადში ის აჯანყებას აწყობს, უარით ისტუმრებს ყველას. უყვარს მსჯელობა მაღალ მატერიებზე, უხალისო ყოფა მისთვის დამღლელი და მოსაწყენია. ექსპერიმენტების დიდი მოყვარული.

პრობლემატიკა:  ფეხებზე დამკიდებელი”. ცოცხალი ტემპერამენტი, ფეთქებადი და ცვლილებების მოყვარული. მიიჩნევს, რომ პრობლემების ფორმულირება და მოლაპარაკებების წარმოება მხოლოდ მას შეუძლია. შემეცნებაში ზედაპირულია, საკუთარ გზას მიყვება, რომელიც ხშირად შეუსაბამო და საფუძველმოკლებულია, ხშირად უარს ამბობს თანამოაზრეების დახმარებაზე, განსკუთრებით ემოციური სითბოს გაცვლაზე.  მას არ გააჩნია ”სახლი”, კერა, ის ყველგანაა და ამავე დროს არსად ჩერდება დიდი ხანი, მან იცის გზა, მაგრამ არ იცის ნავსაყუდელი. თავისუფლება მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, და სწორედ ამის გამო ის ხშირად ჩვეულებრივი ყოფითი ცხოვრების მიერ შეთავაზებული სიხარულის  შანსს კარგავს,  თუმცა ეს მას სულაც არ ადარდებს.

ყველაზე რთული ამოცანა:  ისწავლოს ცხოვრებით ტკბობა, როგორც ”ყველა”, ეთანამშრომლოს სხვებს და გამოავლინოს ის ემოციები, რომელთა გამოვლენასაც სხვები მოელიან მისგან.

ფრაზა გასაღები: ”მოშორდი აქედან!”

Love to hear what you think!