October 27, 2014

ვენერა - ურანის ასპექტები

ვენერა - ურანის ასპექტები
არქეტიპი: ლამაზმანი და მხსნელი
ჩრდილი: მაცდური და მოღალატე

საერთო მახასიათებლები: თავისუფალი სიყვარული. უცნაური კავშირი, რომელშიც ურთიერთობის თითოეულ მონაწილეს სრული თავისუფლება აქვს. ორიგინალური გემოვნება. თანამედროვე ხელოვნება.

პოზიტივიდიდი ორიგინალი.  თავისებური, საინტერესო მაგრამ როგორც წესი არახანგრძლივი ნაცნობობა და  კავშირები. უპირატესობას ანიჭებს ღია, შეუზღუდავ ურთიერთობებს, რომლებიც ეფუძნება თანასწორობისა და თავისუფლების პრინციპებს. უყვარს ექსპერიმენტების ჩატარება ურთიერთობების სფეროში. სთავაზობს პარტნიორს ახალ, არაჩვეულებრივ, თანამედროვე ტიპის სიყვარულს. სიყვარულის გრძნობა იბადება მასში მხოლოდ სრული თავისუფლების პირობებში. დიდი ხნით დარჩენა შეუძლია იქ, საიდანაც წასვლა ნებისმიერ დროს ძალუძს. თუ მის თავისუფლებას რამე ემუქრება,  იგი თავისუფლად არღვევს ურთიერთობებს.

ნეგატივიმოხეტიალე.  ძლიერი ვნებები და გრძნობათა ფეიერვერკი პასუხისმგებლობების და მომავალი გეგმების გარეშე. სასიყვარულო ურთიერთობები სწრაფად ვითარდება, ასევე სწრაფად ინგრევა თუ პარტნიორი ზედმეტად მომთხოვნი ხდება ან ხანგრძლივი ურთიერთობების იმედს გამოთქვამს. ყველაფერი არაჩვეულებრივი,  ახალი და  გამოუცდელი სიყვარულსა და სექსში მისთვის უფრო მიმზიდველია ვიდრე უკვე ნაცადი, მისთვის ნაცნობი და მყარი. ეს ადამიანი არის არაპროგნოზირებადი, მოღალატე და უსინდისო. კავშირის სიმყარე მისთვის არ წარმოადგენს არანაირ ღირებულებას. "ნორმალური" ურთიერთობები მას ვერ აკმაყოფილებს.

Love to hear what you think!